კანალიზაციის ჭის ამოტუმბვა
ჭაში წყლის დაგროვება შეიძლება გადინების შეფერხებას უკავშირდებოდეს. ასენიზაცია დაგროვილ წყალს აშორებს, მაგრამ გაჭედილი გამავალი ხაზის გაწმენდას არ ცვლის. ამიტომ ჯერ ვარკვევთ, რატომ მოიმატა დონემ და საჭიროა თუ არა მილის დამატებითი შემოწმება.
კანალიზაციის ორმოს გაწმენდა: როდის არის საჭირო
ორმო ერთბაშად არ ივსება. ნიშნები წინასწარ ჩანს: წყალი სახლში ნელა ჩადის, ეზოში სუნი დგას, ხუფთან ან ორმოს გარშემო მიწა სველდება. ამ დროს ამოტუმბვა ჯობს, სანამ კანალიზაცია სახლში ამოვა.
სეპტიკის გაწმენდა: როგორ ვარჩევთ სიხშირეს
სიხშირე სისტემის ტიპზე, მოცულობაზე, მცხოვრებთა რაოდენობასა და ნალექის დაგროვებაზეა დამოკიდებული. ვიზიტისას მდგომარეობას შევაფასებთ და მოვლის გრაფიკს შევათანხმებთ.
მანქანა ეზოში ვერ შემოდის?
ასენიზაციის მანქანას გრძელი საწოვი შლანგი აქვს, ამიტომ ხშირად ქუჩიდანაც ვწვდებით. ზარში გვითხარით, რამდენი მეტრია და რა გზაა: ასე ფასსაც წინასწარ გეტყვით.
კანალიზაციის წყლის ამოტუმბვა და გატანა
ამოტუმბულს ასენიზაციის მანქანის დახურული ავზით გავიტანთ. ეზოში არაფერს ვღვრით და ადგილს სუფთას ვტოვებთ.
წაიკითხეთ